არველაძეები თურქეთშიც ერთად იქნებიან

არჩილ არველაძემ მუშაობა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს. ტყუპისცალ არველაძეს თურქეთის საფეხბურთო კლუბ "ქაისერიდან" დაუკავშირდნენ და ადგილობრივი საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

"ქაისერმა" აჩის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინადადებით მიმართა და ალბათ ისიც თურქეთში გადმობარგდება.

"ქაისერისფორს" სურს, რომ აჩის ბავშვთა აკადემია ჩააბაროს, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა" - თქვა არჩილის ტყუპისცალმა შოთამ.

სხვათა შორის შოთა არველაძე უკვე მეორე სეზონია, რაც ამ თურქულ კლუბს წვრთნის. შარშან შოთა არველაძის თავკაცობით "ქაისერმა" თურქეთის სუპერლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა, მიმდინარე გათამაშებაში კი ქართველი მწვრთნელის გუნდი ცხრილში მე-12 საფეხურზეა.

თავად არჩილ არველაძე კი ამჟამად თურქეთშია და "ქაისერის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები სამომავლო საქმიანობისთან დაკავშირებით აქვს.


კომენტარი