სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი დევდარიანმა 19 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე თბილისის "დინამოსა" და საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც "დრონი.ჯი" უცვლელად თავაზობთ:

"ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ნებით დავტოვო. ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს; ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები.

მაისში, ელიტრაუნდზე მე ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100