უეფამ 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ნაკრების შემადგენლობის დასახელების დროს უეფამ გულშემატკივართა 11 ყოველწლიური გამოკითხვის შედეგებით იხელმძღვანელა, რომელიც უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ნაკრებში დასახელდა ასევე ხუთი სათადარიგო ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი.

21-ე საუკუნის ევროპის სიმბოლური ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი გახდა. მცველები - ბრაზილიელი დანიელ ალვესი, იტალიელი ალესანდრო ნესტა, ინგლისელი ჯონ ტერი, ესპანელი კარლეს პუიოლი. ნახევარმცველები - პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდო, ესპანელები ანდრეს ინიესტა და ხავი, ფრანგი ზინედინ ზიდანი. თავდამსხმელები - ფრანგი ტერი ანრი და არგენტინელი ლიონელ მესი.

სათადარიგო მოთამაშეებად დასახელდნენ იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი, ბრაზილიელები კაკა და რონალდინიო, ინგლისელი სტივენ ჯერარდი და ჩეხი პაველ ნედვედი. მთავარი მწვრთნელის პოსტი პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ დაიკავა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში სხვებზე ხშირად ხვდებოდნენ კრიშტიანუ რონალდუ და პუიოლი - ექვს-ექსჯერ. ხუთჯერ მოხვდნენ წლის გუნდში კასილიასი და ანრი.

უეფამ 18 იანვარს 2011 წლის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაც დაასახელა. მასში შევიდნენ: კასილიასი, დანიელ ალვესი, ჰერარდ პიკე, ტიაგო სილვა, მარსელო, არიენ რობენი, ხავი, ინიესტა, გარეტ ბეილი, კრიშტიანუ რონალდო და ლიონელ მესი.

კომენტარი