სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი სოკრატესი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი სოკრატესი. საო პაულოს საავადმყოფოში ექიმებმა 57 წლის სპორტსმენის სიკვდილის მიზეზად საკვებით მოწამვლა დაადგინეს.

სოკრატესმა მსოფლიო პოპულარობა გასული საუკუნის 80იანი წლებში მოიპოვა.

აღსანიშნავია,რომ სპორტული კარიერის შემდეგ სოკრატესი ექიმის პროფესიით მუშაობდა. სპორტსმენს ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გამო მუდმივი პრობლემები ჰქონდა, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით იმძლავრა და საბოლოოდ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია.

სოკრატესი ფიფას მიერ საუკეთესო მსოფლიო ფეხბურთელთა სიაშია დასახელებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100