ოთარ გაბელიამ ქუდი დაიხურა და ნაკრებიდან წავიდა...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ოთარ გაბელიამ უკვე საბოლოოდ მიიღო და ამის შესახებ დღეს განცხადებაც გააკეთა.

სახელოვანმა ქართველმა მეკარემ, რომელიც წლების განმავლობაში ედგა სათავეში ნაკრებს და მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ახალგაზრდებმა არაერთი წარმატება იზეიმეს, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ესპანელ კოლეგებთან ქართველები ქუთაისში ანგარიშით 2:7 დამარცხდნენ.

მან ფეხბურთის თანადგომისა და ქომაგობისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაზე საქართველომ სტუმრად ხორვატიას მოუგო, შემდეგი შეხვედრები კი ესპანეთთან 2:7 და 0:2 დათმო.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინვას ინფორმაციით, ახალი მწვრთნელის ვინაობა დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

კომენტარი