სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა

სასჯელაღსრულების #1 დაწესებულება, ე.წ. ორთაჭალის კრიტი საბოლოოდ დაიხურა. რაც შეეხება შენობის მომავალს, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რამდენიმე იდეა არსებობს, მათ შორის შესაძლოა შენობა მუზეუმს გადაეცეს.

ამასთან მინისტრის თქმით, დაწესებულებაში ამნისტიის შემდეგ 600-მდე პატიმარი დარჩა, რომელთა ნაწილს დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა ამოეწურა და ისინი სხვადსხვა ნახევრადღია დაწესებულებაში გადანაწილდნენ.

პატიმრებს, რომლებსაც დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნის ვადა კიდევ დარჩათ, მათი უმეტესობა რუსთავის #6 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადანაწილდა, ნაწილი კი გლდანში გადაიყვანეს.
სოზარ სუბარის თქმით, დღეს ოკუპაციის დღეა და სიმბოლურად დაემთხვა აღნიშნული დაწესებულების დახურვას.

დაწესებულების დახურვას ესწრებოდა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო და აღნიშნული დაწესებულების დახურვა ადგილობრივი ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაცია იყო.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100