ინციდენტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან

ინციდენტი მოხდა გვიან ღამით პრეზიდენტის სასახლესთან. შენობიდან გამოსულ უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მანქანით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობასაც. როგორც თავად უმცირესობის დეპუტატი ყვება, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ცივი იარაღი ჰქონდა.

ზურაბ ჯაფარიძე სასახლიდან მარტო გამოვიდა, რადგანაც ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული. მისმა გამოჩენამ პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებში გაღიზიანება გამოიწვია.

მას შემდეგაც, რაც ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ავტომობილში ჩაჯდომა მოახერხა, პროტესტის მონაწილეები მას ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას მაინც არ აძლევდნენ. უმცირესობის დეპუტატები მომხდარის სათანადო გამოძიებას მოითხოვენ.

კომენტარი