სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება.

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლობასა და მძღოლებს შორის გამართული სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიკროავტობუსების მძღოლებმა ყველა იმ ძირითადი მოთხოვნის შესახებ ისაუბრეს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

გვიან ღამით აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად თბილისის მერიაში სპეციალური განცხადებაც გაკეთდა. განცხადების მიხედვით, დედაქალაქის მერი პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს, რომელიც მძღოლების საქმიანობის ფიქსირებული გადასახადით, მხოლოდ 10 ლარით დაბეგვრას ითვალისწინებს.

აქამდე არსებული წესის მიხედვით, მიკროავტობუსების მძღოლებს შემოსავლის გარკვეული პროცენტის გადახდა უწევდათ. დღესვე 17 საათისთვის აღნიშნულ საკითხზე, სავარაუდოდ, მორიგი შეხვედრა გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100