სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შედეგები მოჰყვა მიწისძვრას საქართველოში?

ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში მიწისძვრამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ნგრევის შედეგად ფიზიკური დაზიანებები არავის მიუღია. სოფელ განთიადში კიდევ რამდენიმე სახლის კედლებია დაბზარული. ადგილზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები და გეოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებიც მდგომარეობას შეისწავლიან.

პირველი ძლიერი მიწისძვრა გუშინ 17:31 საათზე დაფიქსირდა და 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა. რყევები განსაკუთრებით იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე - თბილისშიც.

სეისმოლოგების ცნობით მოგვიანებით სამი განმეორებითი მიწისძვრაც დაფიქსირდა. მიწისძვრების ეპიცენტრი ამჯერადაც შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 30-34 კილომეტრში იყო. პირველი განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო, მეორე -3,9, ხოლო მესამე 4,2 მაგნიტუდას შეადგენდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100