სიმფეროპოლში სტალინისადმი მიძღვნილი გამოფენა დაარბიეს (ვიდეო)

უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლის ცენტრში სტალინის დაბადებიდან 133-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაარბიეს. გამოფენის ორგანიზატორი რუსული ორგანიზაცია „დროის არსი-კრიმი“ გახლდათ.

გამოფენაზე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის 150-მდე ფოტო იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორებმა სტალინი რუსული ცივილიზაციის ისტორიის მნიშვნელოვან ლიდერად წარმოაჩინეს, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდების ჯგუფმა გამოფენის ექსპონატები ძირს დაყარეს და ფაშისტური სიმბოლო ე.წ. სვასტიკები დაახატეს. დარბევის პროცესში ახალგაზრდები სკანდირებდნენ ფრაზას „სტალინი ფაშისტია“. ინციდენტი 2012 წლის 21 დეკემბერს მოხდა.

კომენტარი