სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერი ყვითელ ავტობუსებსა და მეტროს ახალ მთავრობას "გადაულოცავს"(ვიდეო)

იმ ბრალდებების ფონზე, რომ ყვითელი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების "სფეროში" "მაფიოზური კლანი" ტრიალებს და წილებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყოფენ, თბილისის მერი ინიციატივით მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, მუნიციპალურიდან ცენტრალური ხელისუფლების განკარგვაში წაიღონ ავტოსატრანსპორტო გაერთიანება (მეტრო, ყვითელი ავტობუსები, სამარშრუტოები), რის შემდეგაც მათ ექნებათ საშუალება, თავად დანიშნონ/აირჩიონ ახალი ხელმძღვანელები და უპასუხონ მძროლების მოთხოვნებს ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პატარა ყვითელი ავტობუსების გაფიცულ მძღოლებს, რომლებიც თვეში 12 დღეს მუშაობენ, ხელფასი 800, ხოლო დიდი ავტობუსების მძღოლებს - 900 ლარი ჰქონდათ, ამავე დროს, თავისუფალ დროს ისინი სამარშრუტო ტაქსებზეც მუშაობდნენ.

მერიის წერილი ეკონომიკის სამინისტროში ორშაბათს ოფიციალურად შევა.

"კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს თბილისელებს, რომლებიც ამ პოლიტიკური ჭიდაობის გამო დაზარალდნენ, მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვიწყია: სამწუხაროდ, დაიწყო "ოცნებამ" და მერე ისე შეტოპეს, რომ ვეღარ გამოდიან უკან. დროა, ახალმა მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი დეპუტატების ქმედებებზე", - აღნიშნა გიგი უგულავამ გადაცემა "პოსტსკრიპტუმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100