"ქართული ოცნების" აქტივისტებმა თეთრიწყაროს გამგეობიდან თანამშრომლები გამოაძევეს

დღეს, თეთრიწყაროს გამგეობის შენობაში კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ და სოფლის ყველა რწმუნებულის გადაყენება მოითხოვეს. ამის შესახებ „ნიუს.ჯი“–ს თეთრიწყაროს გამგებელმა ზურაბ წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, აქტივისტებს რწმუნებულების გათავისუფლების მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. მას შემდეგ, რაც აქტiვისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, "ოცნების" წევრებმა სამსახურის დატოვება გამგეობის თანამშრომლებისგან მოითხოვეს.

წიკლაური აცხადებს, რომ ზედმეტი არეულობის თავიდან ასაცილებლად გამგეობის 20-მდე თანამშრომელმა შენობა სამუშაო დღის დამთავრებამდე დატოვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებიც დაიშალნენ.

კომენტარი