სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრი ღამეების სექსი სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ ადგილებში (ფოტო)

რუსეთის სექსუალური დედაქალაქის სტატუსი სანკტ-პეტერბურგმა, უკვე კარგა ხანია, მიიღო ინტერნეტ-სივრცეში. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ სანკტ-პეტერბურგელები ყველა რუსულ ქალაქს ასწრებენ ყოველივე ექსცენტრიკული, არაორდინარული ცვლილების ათვისებაში, რაც კი ამ ქვეყანაში ევროპიდან ვრცელდება.

ევროპის დიდი ქალაქების ისტორიულ ადგილებში სექსით დაკავების სურვილი, ალბათ, ყოველ მეორე თუ არა, მესამე წყვილს მაინც გასჩენია, რომელსაც ეს ადგილები (რა თქმა უნდა, ყველა ადგილი არ იგულისხმება) მოუნახულებია, მაგრამ ცოტას თუ აუსრულებია ეს სურვილი და კიდევ უფრო ცოტას თუ გადაუღია ფირზე.

არადა, პიტერელები ამ მხრივაც გამონაკლისები არიან: ასე მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც გადაღებული იყო სექსით დაკავებული წყვილი ყველასთვის კარგად ცნობილ ადგილას - სწორედ იქ, რაც ფოტოზე ჩანს. თეთრი ღამეების დროს, დილის ხუთ საათზე ნევის სანაპიროსთან მსგავსი სცენის ხილვამ მალე გამოიწვია მანქანების ნაკადის ზრდა და სულ ცოტა ხანში, პიტერის ისტორიაში პირველად დილის 5 საათისთვის, უზარმაზარი საცობიც შეიქმნა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მაყურებელთა შორის პოლიციელებიც იყვნენ...

წყვილს კი არათუ მანქანებიდან მოთვალთვალე, ახლოს მოსული გამვლელებისთვისაც არანაირი ყურადღება არ მიუქცევია - როცა ვნება დაიცხრეს, ხმამაღლა შესძახეს, რომ ასე აღნიშნეს ვერას დაბადების დღეს და დასალევად უნდა წავიდნენ, მერე კი ხელიხელგადახვეულები, ვითომც აქ არაფერიო, სანაპიროს გაუყვნენ.

ვიდეორგოლი ერთი არასრული დღის განმავლობაში მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა, მერე კი პორნოგრაფიის შემცველ კონტენტად ჩაითვალა და წაიშალა, თუმცა, კადრების სქრინ-ფოტოები ამ დრომდე ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100