პოლიციამ გარდაცვლილი ჩვილის დედა, ბებია და ბაბუა დაკითხა

გურჯაანის პოლიციამ გარდაცვლილი 10 თვის ბარბარეს დედის, ბებიისა და ბაბუის დაკითხვა დაასრულა. სამწუხაროდ, ბავშვის ახლობლებმა დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ბარბარეს დედა, ბებია და ბაბუა ამ დრომდე პოლიციის შენობასთან რჩებიან, ჩვილის მამის დაკითხვა კი კვლავ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მამაკაცმა დაცვაზე უარი თქვა, ამიტომ მის ინტერესებს არ იცავს ადვოკატი.

კომენტარი