100 ათასი ამერიკული დოლარი „ისლამის უცოდველობის“ ავტორების თავების სანაცვლოდ

პაკისტანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გულამ აჰმად ბიგურმა დააწესა ჯილდო 100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამ ჯილდოს კი მიიღებს ის პიროვნება, რომელიც პაკისტანის ხელისუფლებას „ისლამის უცოდველობის“ ავტორთა თავებს მიუტანს.

ჩინოვნიკის თქმით, ამ დავალებას „თალიბანისა“ და „ალ-ქაიდას“ წევრები განსაკუთრებით კარგად შეასრულებენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მკვლელობისკენ უბიძგებს ადამიანთა ჯგუფს და ეს თავისთავად დანაშაულია, მაგრამ იგი თავისი რწმენის დასაცავად ყოველგვარ უკანონობაზე არის წამსვლელი.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ისლამის უცოდველობა“ მოკელმეტრაჟიანია და იგი რამდენიმე დღის წინ Youtube-ზე აიტვირთა. ფილმი შეურაცხყოფს ისლამსა და მუჰამედს. ამ ყოველივემ ისლამური სამყაროს პროტესტი გამოიწვია. ისინი მსახიობებისა და რეჟისორების დასჯას მოითხოვენ.

კომენტარი