სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასწავლებელი 15 წლის მოსწავლესთან ინტიმურ ურთიერთობაშია ეჭვმიტანილი

ქალბატონი, რომელიც 2011 წელს ნიუ-იორკის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბრალი დასდეს 15 წლის მოსწავლესთან სექსუალურ ურთიერთობაში.

33 წლის ერიკა დეპალო სამუშაო ადგილიდან გათავისუფლებული იქნა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი საკუთარ არასრლუწლოვან მოსწავლესთან ინტიმურ ურთიერთობაში შეამჩნიეს. დეპალო ბრალდებულია არასრულწლოვნის გარყვნაში.

როგორც ცნობილია, დეპალომ მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაიწყო და მსგავსი ქმედება 28 აგვისტომდე გრძელდებოდა.

2011 წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ქალბატონმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე არ მყავს შვილები, არ მყავს ბავშები რომლებსაც შინ დაბრუნების შემდეგ მოვუვლი, მაგრამ ყოველ დილით, როცა სკოლაში ვბრუნდები მხვდება 110 ბავშვი, რომლებიც ჩემს გულთან ძალიან ახლოს არიან და რომელთა მოვლა-პატრონობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.

ამ დროისათვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ერიკა დეპალოს სამუდამოდ ჩამოერთვა მასწავლებლის სტატუსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100