ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ფოტოები (ვიდეო)

ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ მისდევენ შეიარაღებული ირაკლი აგლაძე, ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი უიარაღო ზურა ტარყაშვილს, რომელიც 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, მხეცურად მოკლეს. გამოძიება კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე, დავით ჯოხაძეზე მუშაობს, რომელსაც ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წაუყენებენ. აგლაძე ჯერჯერობით იმალება და მას დაუსწრებლად ასამართლებენ, მიმალვაშია დავით ჯოხაძეც... ივერი გოგბერაშვილი კიევში დააკავეს, ხოლო დავით რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს და მოსამართლეს, სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს.

კომენტარი