გუბაზ სანიკიძემ ივანიშვილს „დებილი“ უწოდა - ივანიშვილისა და მისი გარემოცვის „მარგალიტები“

სატელევიზიო სივრცეში დღეს პირველად გამოჩნდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველო არ იყიდება" მოკლე კლიპები, რომლებიც მთავრდება ტიტრით: „ქართული ოცნება?“ და რომლებშიც სათითაოდაა შეკრებილი ერთადერთი ქართველი, პოლიტიკოსობის მოსურნე მილიარდერის „ვიდეომარგალიტები“

სანამ ამ „მარგალიტების“ დეტალურ განხილვაზე გადავალთ, უპრიანი იქნება, ისიც გავიხსენოთ, რომ ივანიშვილის გარემოცა მსგავსი „მარგალიტ-წამონაცდენებით“ ყველა რეკორდს ხსნის. სოციალურ ქსელებში აქტუალური გახდა ჯერ გუბაზ სანიკიძის წამონაცდენი, როცა მან ბიძინა ივანიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, „დებილად“ მოიხსენია. რა თქმა უნდა, გუბაზს ამ „ქათინაურით“ ვანო მერაბიშვილის შემკობა უნდოდა, მაგრამ გამოუვიდა კი ისე, რომ თავისი შეფი და მთავარი დამფინანსებელი გალანძღა.

საერთოდ, „დებილად“ ვინმეს მოხსენიება იმდენად არაკორექტული და მიუღებელია, რომ ამაზე საუბრის გაგრძელება არ ღირს, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ გუბაზის მხრიდან ვინმეს „დებილად“, ხალხის კი „ნახირად“ და „საქონლად“ მოხსენიება ჩვეულებრივი ამბავია...

ივანიშვილის გარემოცვაში გუბაზი ერთადერთი არაა, ვისაც ივანიშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთში ერევა. ამ აღრევის თანახმად, ივანიშვილის ადგილი საქართველოში არ არის. სწორედ ასე განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „მაესტროს“ ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას:

ლევან ბერძენიშვილმა წამყვანის შეკითხვაზე: „შესაძლებელია თუ არა ივანიშვილ-მერაბიშვილის კოალიცია?“ ასე უპასუხა: „იმ წარმატების შემთხვევაში, რასაც "ქართული ოცნება" გეგმავს, ივანიშვილის ადგილი არათუ პოლიტიკაში, საქართველოშიც აღარ იქნება“.

გარემოცვის მიერ საქართველოდან „გაგდებული“ ივანიშვილი თავადაც გამორჩეული „თვალ-მარგალიტია“ შეცდომების, გადავიწყების, წამონაცდენის დარგში - მისი პირველივე პრესკონფერენციიდან დაწყებული.

„დრონი.ჯი“ წარმოგიდგენთ ქართველი ოლიგარქის საჯარო და სატელევიზიო გამოსვლების მოკლე, დამონტაჟებულ ვარიანტებს და თვითონვე დაასკვენით, რამდენად ადეკვატურია ბიძინა ივანიშვილი.

დავიწყოთ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან. „საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები“ ასეთი იყო ივანიშვილის შეფასება. ვიდეორგოლი ამ „მარგალიტით“ „ფეისბუქზე“ რამდენიმე დღის წინ შექმნილმა ერთ-ერთმა გვერდმა შნობელის პრემიაზე (ნობელის პრემიის ანტიპოდი, რომელიც რეალურად ტარდება) წარადგინა შადიმან შამანიძეობის დარგში.

„ჩემს პინგვინს ბეღურა არ გადაუყლაპია, მერცხალი გადაყლაპა, რომელიც ძალიან სწრაფად ტრიალებს“ - ეს ივანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო „მარგალიტია“ და შნობელის პრემიის კანდიდატად პინგვინთმცოდნეობის დარგში მოხვდა (იხ. მასალას თანდართული ვიდეო).

შემდეგი „მარგალიტი-ვიდეორგოლი“ ბიძინა ივანიშვილის ნახ-ნახევრად გაუგებარი პირდაპირი ეთერია, როცა ის მთელი 23 წამის განმავლობაში არამარტო მაყურებლისთვის, მისთვისაც კი გაუგებარი ტერმინოლოგიით საუბრობს და ეკა ბერიძე (გადაცემის წამყვანი) გაოცებული შეჰყურებს.

შემდეგ ვიდეორგოლში ბიძინა ივანიშვილი კლასიკოსებს ციტირებს და "ბატონ ილიას" იმოწმებს. წარდგენილია შნობელის პრემიაზე ლიტერატურათმცოდნეობის დარგში.

ბიძინა ივანიშვილი: „მე ჩემი თავი, შემთხვევით მგონია მოსული პოლიტიკაში და ასე ვთვლი დღესაც. და როგორც შემთხვევით მოვედი, ასეთი მინდა დავრჩე... და ასეთივე მინდა წავიდე“. - ეს „მარგალიტი“ კი წარდგენილია შნობელის პრემიაზე "შეიცან თავი შენის" დარგში.

რაც შეეხება ივანიშვილის გარემოცვას, ნოდარ ჯავახიშვილის ფრაზა: „ბიძინა ივანიშვილისგან 6 მილიონი კი არა, 6 კაპიკიც კი არ მიმიღია.“ - გვერდმა შნობელის პრემიაზე უპოვარი ბანკირის ნომინაციაში წარადგინა...

კომენტარი