სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაპოვნია მაიას ტომის კიდევ ერთი კალენდარი - კაცობრიობა მინიმუმ ექვსი ათასი წელიწადი კიდევ იარსებებს

მაიას ტომის წინასწარმეტყველება, მიმდინარე წელს დედამიწის აღსასრულთან დაკავშირებით, მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომის ახალი კალენდარი აღმოაჩინეს, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ კაცობრიობა მინიმუმ ექვსი ათასი წელიწადი კიდევ იარსებებს.

არქეოლოგებმა მიაგნეს გამოქვაბულს, რომელიც მაიას ტომისთვის დამახასიათებელი იეროგლიფებით არის მოხატული. ისინი კონკრეტულად აღწერენ მზისა და მთვარის წელს. ასევე სწავლულებმა მიაკვლიეს დაფებს, რომლებიც მოგვითხრობენ დედამიწის, ვენერასა და მარსის მოძრაობის ციკლის შესახებ.

აღნიშნული კალენდარი ქრისტეს შობამდე მეცხრე საუკუნეშია შექმნილი და ისტორიკოსების თქმით, ეს აღმოჩენა მაიას ტომის სხვა კალენდრებს შორის ყველაზე ძველია.

მაიას ტომის კალენდრების სხვადასხვა ნაწილების აღმოჩენა 2001 წლიდან, გვატემალას ერთ-ერთ რეგიონში დაიწყო. უფრო კონკრეტულად კი შულტუნაში, რომელსაც მაიას ტომის „მკვდარ ქალაქს“ უწოდებენ.

„შეიძლება ითქვას, რომ ახალი მიგნება მაიას ტომის კალენდრებს შორის უძველესია. ყველაფერთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ „სახლი“ სადაც მაიას ტომის უძველესი წევრები ცხოვრობდნენ“, - აღნიშნავენ მეცნიერები.

„ალბათ გიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ არის აღნიშნული გამოქვაბულის კედლები მოხატული? შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი რაღაც სკოლისმაგვარი იყო, სადაც ტომის წევრები ასტროლოგიას სწავლობდნენ. თავად მასწავლებლები ფილებზე წერდნენ, ტომის დანარჩენი წევრებისთვის კი კედლებზე ხატავდნენ, რადგან ყოველივეს აღქმა უფრო მარტივი ყოფილიყო“, - დასძინეს მეცნიერებმა.

მსოფლიო საზოგადოება შეძრწუნებულია იმ ფაქტით, რომ დედამიწას 2012 წლის 31 დეკემბერს აღსასრული ელის. ახალი მიგნება კი ყოველგვარ ეჭვს ფანტავს და მეცნიერები ირწმუნებიან, რომ დედამიწას მინიმუმ ექვსი ათასი წელიწადი არაფერი ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100