ხანძარმა რუსთაველის პროსპექტის ნაწილი გადაწვა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ხანძარი, რომელიც წუხელ რუსთაველის პროსპექტზე მძვინვარებდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და დაახლოებით 2.000 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა, მისი კერა რუსთაველის 23 ნომერში მდებარეობდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მყოფი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა - მოხერხდა 11 წლის ბავშვის გადარჩენა, რომელიც გარდაცვლილი წყვილის შვილია - მძიმე შოკურ მდგომარეობაში მყოფი პატარა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სამაშველო ჯგუფი და 22 სახანძრო ბრიგადა. დაზარალებულებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ, მერია დროებით ფართს დღის განმავლობაში გამოუყოფს. საერთო ჯამში, 25 ოჯახი დაზარალდა. ხანძრის შედეგად თითქმის სრულად დაიწვა თეატრალური ინსტიტუტის არქივი.

ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის მიზეზი მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.

კომენტარი