სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით კახეთი მეშვიდედ მასპინძლობს „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა - იტალიაა.

14 ოქტომბერს წინანდლის მამულში გამართული „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება:

· 13:00|ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.

· 14:00 -17:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი https://youtu.be/rvlX1T6lQ5A.

· 14:00 -17:00 | ფესტივალის სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო, მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

· 15:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.

· 19:00|სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება https://youtu.be/lYLBTT5wL5o,

· 21:00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო'ჰორაიზონსი წარდგება https://youtu.be/uQagyRGUYYE

ფესტივალის ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორია ვიზა.

მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.

მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი „ჰოუმლენდ ოფ ვაინ მაგაზინ“, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge

თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%. თიბისის Visa ბარათებზე ვრცელდება 15% ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100