სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Art-გენის“ მუსიკალური პროგრამა „ახალ საირმეში“

„Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“— ამ სახელითა და იდეით გაიმართება აქცია-კონცერტი 19-20 მაისს კურორტ საირმეში.

ღონისძიება „ახალ საირმეში“ ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, იმერული სამზარეულო და დაათვალიერონ ქართული რეწვის თანამედროვე ნიმუშები.

19 მაისს, 20 მაისის მთავარ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, სასტუმრო „ახალ საირმეში“ სპეციალურად სასტუმროს სტუმრებისთვის, დახურული მუსიკალური საღამო - GAGA FRANI -ს აკუსტიკური პერფორმანსი გაიმართება.

20 მაისს კი, რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების შემდეგ „Art-გენის“ ერთგული მსმენელი საყვარელ ჯგუფებს შეხვდება.

20 მაისის ღონისძიების პროგრამა:

15:00 - ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული ნაწარმის დაგემოვნება.

16:30 - მთავარ სცენაზე გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი.

18:00 - საკონცერტო პროგრამას გააგრძელებს ფოლკჯგუფი „ჩვენებურები“.

20:00 - არტგენის სტუმრებისთვის ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებს GAGA FRANI

21:00 - სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჯგუფს REGGAEON-ს, რომელიც Art-გენის სცენაზე ცნობილ კომპოზიციებს გააჟღერებს.

23:00 - ღონისძიების დასკვნით ნაწილში მთავარ სცენას მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი „33ა“ დაიკავებს. ისინი მსმენელის წინაშე ფოლკ-როკის ჟანრის მუსიკით წარდგებიან.

„Art-გენის“ პერიოდში, სასტუმროს დასაჯავშნად მსურველები, უნდა დაუკავშირდნენ „ახალი საირმის“ რეზერვაციას და ბილეთები სასტუმროს ნომერთან ერთად შეიძინონ. ინფორმაცია ნომრებისა და ფასის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. მხოლოდ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენა კი შესაძლებელია tkt.ge -ზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100