ოზურგეთში მესამე დღეა ოჯახი 16 წლის მოზარდს ეძებს

ოზურგეთში მესამე დღეა ოჯახი 16 წლის მოზარდს ეძებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

დაკარგული ბიჭი გვარად კრასოტკინია. როგორც ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, აღნიშნული მოზარდი, რამდენიმე ადგილზე ოზურგეთში შენიშნეს, თან ორი მცირეწლოვანიც ახლდა, თუმცა ბიჭი სახლში არ მისულა. ამიტომაც ოჯახი მოზარდის ძებნაში დახმარებას ითხოვს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები პოსტის კომენტარებში წერენ, რომ ორი დღის წინ ზოგმა მარკეტ ” მოდერნის” , ზოგმა კი თეატრის წინ ნახა.

კომენტარი