„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა, ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში..."

აქტივისტი ლაშა მესხი მტკვარში სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის თავგანწირული შოთა ქარსელაძის შესახებ წერს და იხსენებს, რომ ის რიონის ხეობის „მცველი“ იყო, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი, რომელიც მდინარეში ჩავარდა, გადაარჩინა.

„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა, ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში…

ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….

მშვიდად განისვენე ძმაო გოშე… გმირები არ კვდებიან. იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)“, – წერს ლაშა მესხი.

შეგახსენებთ, ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძემ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

კომენტარი