სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დიდი უბედურება ტრიალებს“ - ვინ არის 2 მოზარდი, რომელიც დღეს ტბაში დაიხრჩო

გარდაბანში, ტბაში დაღუპული ბავშვები სოფელ ნაზარლოდან იყვნენ. მომხდარის შესახებ “პრაიმტაიმი” ნაზარლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ესაუბრა.

როგორც ელშან ვალიევი ამბობს, გამოძიების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, რა გახდა მოზარდების გარდაცვალების მიზეზი.

“ერთი დაღუპული ნაზარლოსსაჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ეს ბიჭი ნაზარლოსმკვიდრი იყო. ოროჭოვების ოჯახში დიდი უბედურება ტრიალებს, დაღუპულ მოზარდს მშობლები და ერთი უფროსი და ჰყავს.

მეორე ბავშვი სოფელ ნაზარლოელია, თუმცა სამედოვების ოჯახი – დედა, მამა, და და ძმა სოფლიდან თბილისში გადავიდნენ და დედაქალაქში მაღაზიები გახსნეს. დაღუპული ბიჭი 15 წლის იყო.

იმ ადგილას არაერთი უბედური შემთხვევა მომხდარა, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება ხოლმე. რა და როგორ მოხდა, ამ კითხვებს მალე სამართალდამცველები გასცემენ პასუხს.” – ამბობს ელშან ვალიევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100