მედიკამენტების ფასები არ გაძვირებულა

ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის და ვითომ ექსპერტების მიერ ატეხილი ხმაური წამლების გაძვირების შესახებ, სრული სიცრუეა. ავერსის ხელმძღვანელობა სრული დოკუმენტური მტკიცებებით აცხადებს, 2008 წლის 11 ნოემბრიდან მოყოლებული წელიწადნახევრის განმავლობაში ავერსს არცერთი მედიკამენტი, არცერთი თეთრით არ გაუძვირებია. 2009 წლის ნოემბერში მოხდა პირველი გაიაფება მთელი რიგი მედიკამენტების. მეორედ 2009 წლის დეკემბერში, მესამედ და მასიურად რამდენიმე ასეული მედიკამენტის გაიაფება დაიწყო 2010 წლის 24 მარტიდან. გაიაფება მოხდა 10 - 48%-ით, საშუალოდ 22%-ით. ლარის კურსის ცვლილების გამო ფასი გაიზარდა 1,75-დან 1, 88-მდე, ანუ დაახლოებით 7%-ით, მაშინ როცა დოლარში გასაყიდი ფასები შემცირდა 22%-ით. ასე რომ, წამლების ფასები შემცირებულია საშუალოდ 15%_ით და მეტით.

სამწუხაროდ, წამლების ფასები ზოგიერთებისთვის მოსახლეობის თვალში ქულების დასაწერად ძალიან კარგი სასპეკულაციო თემაა. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წამალი არცერთ ქვეყანაში არ არის იაფი და ვერც იქნება, ვინაიდან იგი თავისთავად ძვირადღირებული პროდუქტია. წამალზე ხელმისაწვდომობის ერთადერთი გზა განვითარებულ ქვეყნებში არის დაზღვევა. სწორედ ამ მიზნით ავერსმა და სადაზღვევო კომპანია ალფამ შექმნეს უნიკალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ადამიანისთვის თვეში 10 ლარად ოჯახის ექიმთან ვიზიტს უფასოდ და ულიმიტოდ და მის მიერ გამოწერილი ყველა ძირითადი მედიკამენტების შეძენას 80%-იანი ფასდაკლებით.

იაპონიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ არ შეიძლება მოსახლეობამ მედიკამენტები, თუნდაც დაზღვევით, სრულიად უფასოდ მიიღოს, ვინაიდან ეს გამოიწვევს პაციენტების მხრიდან მის გადაჭარბებულ და არაგონივრულ მიღებას, რასაც ძალიან მძიმე შედეგები ექნება. ასე რომ, დაზღვევა და მედიკამენტების შეძენა 80%-იანი ფასდაკლებით არის ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ წამალი ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს. ამიტომ ჯობია ყველამ პოპულარიზაცია გაუწიოს დაზღვევას, ვიდრე უსაფუძვლოდ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აკრიტიკოს ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები და ადამიანები.
R


კომენტარი