სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“მიცვალებულის ვაგონში დასვენება მოუწიათ, გასვენებაც ვაგონიდან იქნება, ღამეს ქუჩაში გაათენებენ...ეს საქართველო არ ჩანს პარლამენტის დერეფნებიდან”

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ჭალიძე თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახზე წერს, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათენებენ, ხოლო მიცვალებულის ვაგონში დასვენება მოუწიათ.

“ფოტო არ მაქვს, სიტყვაზე მენდეთ! გასვენება ვაგონიდან იქნება! ოჯახის წევრებმა შეშის ფეჩი გარეთ გამოიტანეს და ისე გაათენებენ ამ ღამეს.
საქართველო, თბილისი, აფრიკა. 2020 წელი.

568898217 ლია. უბრალოდ გაამხნევეთ.

პს: ეს საქართველო არ ჩანს პარლამენტის დერეფნებიდან”, – წერს თეონა ჭალიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100