არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ოპოზიციასთან დისკუსიის გაწყვეტას არ ნიშნავს

2020 წლის ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება საკითხი თუ რომელი პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად. „ლელოს“ პოზიცია კვლავ უცვლელია და პარტია ოცდაათივე ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარის წარდგენას გეგმავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელო საქართველოსთვის“ არჩევბნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ნიშნავს თუ არა ხმების გაყოფას ოპოზიციასთან, პარტიის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პასუხობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ოპოზიციასთან დისკუსიის გაწყვეტას არ ნიშნავს.

„ჩვენ ვარჩევთ კანდიდატებს მაჟორიტარული ოლქებისთვის და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ კანდიდატებს ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში განვიხილავთ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. აუცილებლად ვიმსჯელებთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხზე, რომელიც პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაამარცხებს. იმას რომ დამოუკიდებლად ვარჩევთ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ ნიშნავს, ოპოზიციასთან ურთიერთობის გაწყვეტას,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით მას შემდეგ რაც ყველა ოლქში მაჟორიტარ კანდიდატები შეირჩევა, პარტია ოპოზიციასთან ერთად, განვიხილავთ რამდენად შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ ოლქში თანამშრომლობა.

კომენტარი