სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ექთნები გარბიან, ბევრი მათგანი გარდაიცვალა, ექიმები საქმეს ვერ აუდიან, სამედიცინო პერსონალი მალე საერთოდ აღარ გვეყოლება, ინფიცირებულებს ვეღარ მოვუვლით"

პანდემიის მხრივ ძალიან ცუდი ვითარებაა ფლორიდაში. შტატის ჯანდაცვა ექიმებისა და მედდების ამოწურვაზე ალაპარაკდა.

მედდების უმრავლესობამ საავადმყოფოები სამედიცინო აღჭურვილობის არქონის გამო დატოვა. მათ ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ მუშაობა.

ვირუსიან პაციენტებთან რეანიმაციაში ნიღბის გარეშე შესვლამ ბევრი მედპერსონალის დაინფიცირება გამოიწვია, ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა კიდეც. ამიტომაც მოხდა მათ მიერ სამსახურის დატოვება.

შტატის ჯანდაცვა ამბობს, რომ დარჩენილი მედ-პერსონალი არასაკმარისია და მალე ისინიც აღარ ეყოლებათ.

"ექთნები გარბიან, ბევრი მათგანი გარდაიცვალა, ექიმები საქმეს ვერ აუდიან, სამედიცინო პერსონალი მალე საერთოდ აღარ გვეყოლება, დაინფიცირებულების მკურნალობასაც საერთოდ ვეღარ შევძლებთ" - აცხადებს შტატის ჯანდაცვა.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100