სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქმარმა 23 წლის გოგო საკუთარი შვილებისა და დედის თვალწინ მოკლა, დაჭრილია მოკლულის დაც - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გარდაბანში, სოფელ ყარაჯალაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ახლობლების ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა, 23 წლის გოგოს ყელი საკუთარი შვილების, დედისა და დის თვალწინ გამოჭრა. დაჭრილია მოკლულის დაც. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. გოგონას ახლობლების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. ცოლ-ქმარი განქორწინებულები იყვნენ და მამაკაცი რუსეთში ცხოვრობდა.

„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100