"პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში" - სააკაშვილი უგულავას დაკავების შესახებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში.

„პირველ რიგში, მინდა გამოვხატო აღფრთოვანება გიგი უგულავას გამბედაობის მიმართ. მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მინდა ვთქვა, რომ ის მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმდენად თავაწეული იყო და იმდენად ღირსებით სავსე...
.... მაინც ვერ წარმომედინა, რომ ასეთი ნორმებით, კანონის ასეთი უხეში დაღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა.. საქართველოში, როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია..

ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს (ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს) ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე.

ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რახან ასე იქცევა - ძლიერია. არანაირი ძლიერი ეგ არ არის, არის უსუსტესი!

მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს (მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა), ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში.

ივანიშვილი არის უკვე დამარცხებული. არ არსებობს მანიპულაცია, რომელიც მან შეიძლება გამოიყენოს და აქედან გამოძვრეს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.

მისი პირველი მარცხი იყო, როდესაც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში და მთელი ის ჩაგონება, რომ მათი საქმე არაა პოლიტიკა და ეს ბინძური საქმეა - ხუხულასავით ჩამოეშალა და შეიქმნა ბევრი ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებიც იბრძვიან.
მეორე დიდი მარცხი იყო, როცა პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია გაერთიანდა და მას არ დარჩა არცერთი პოლიტიკოსი და პრაქტიკულად „მეფე შიშველია".
და მესამე დიდი მარცხი, ჩემის აზრით, არის ის, რომ უკვე აღარავის აღარ ეშინია მისი დაჭერების, როგორც გიგი წავიდა, ისე თავაწეული მიდის ხალხი ციხეში და ყველა ხვდება, რომ ეს არის ბოლო დღეები ამ „ყვარყვარე თუთაბერის". სულ მალე კი „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი.

ივანიშვილთან არანაირ დიალოგს აზრი აღარ აქვს! ჩვენ დიალოგი გვაქვს პრაქტიკულად გვამთან. ახლა მხოლოდ ტექნიკის საქმეა, რომ ისე შევუსრულოთ, მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას.
ეს არის ერთიანობა, უკომპრომისობა, ბოლომდე მიწოლა. ივანიშვილს ეშინია თავგანწირვის, შეუპოვრობის, გაბედულობის.

იქ, სადაც ფული აღარ ჭრის, ივანიშვილის სამყარო იშლება. ის ვეღარ აღიქვამს იმ რეალობას, რაც შეიქმნა საქართველოში.

ქართველი ხალხი არის ამაყი. რაც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ეხება, ბოლოს მაინც ვპოულობთ საერთო ენას.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. წელს ეს მორჩება!
და საქართველო გავა სამშვიდობოზე!

საქართველო იყო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. დღეს საქართველო მაჩანჩალაა და მას ჰყავს მსოფლიოში ნომერ პირველი გადამგდები ივანიშვილის სახით.

ოღონდ ამ ბრიყვმა ხიხომ ის არ იცის: ერთია, რომ ქართველი ხალხი გადააგდო და ამაზე ხალხი გასცემს პასუხს; მეორე, რომ პოლიტიკოსები გადააგდო, მაგრამ მათ თავიდან უნდა სცოდნოდათ, სად მიდიოდნენ; მაგრამ მთავარია - როცა აგდებ ამერიკელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლებიც ძალიან მიმნდობი ხალხია პირველ გადაგდებამდე.....

მე კარგად მახსოვს, შევარდნაძემ რომ ჩამოიყვანა თავისი „ძმაკაცი" ბეიკერი, რომელმაც ჩამოუტანა კონკრეტული გეგმა. შევარდნაძე დაპირდა მას ყველაფერს (ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა, როგორც ოპოზიციას, მაგრამ რაღაცაზე შეთანხმების გამო მაინც დავთანხმდით), მაგრამ როცა ბეიკერი წავიდა, შევარდნაძემ გადააგდო ის და თქვა, რომ გეგმა პარლამენტში არ გადისო და ბეიკერის ყურმილსაც კი აღარ იღებდა. აი იქ დამთავრდა ყველაფერი.
ზუსტად ასევე, ასლან აბაშიძესთან ჩამოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, მოდით რაღაცაზე შევთანხმდეთო და ასევე გადააგდო აბაშიძემ ისინი. ერთ თვეში კი თვითონ ჩამოიშალა.

გადაგდებებს ცივილიზებული სამყარო არ პატიობს.

მაგრამ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, სანამ ვინმე ივანიშვილს დაასანქცირებს, არ უნდა დაველოდოთ მუდმივად გარე ფაქტორს.

ვარდების რევოლუციის დროს საქართველომ სრული მხარდაჭერა აშშ-სგან მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც უამრავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვიყავით მშვიდობიანი, ერთიანი, ძალიან ორგანიზებული. თუ ხალხი ირგებს დედის რძესავით ასეთ დაცინვას და უბედურებას , მაშინ არ იქნება მხარდაჭერა.

საქართველომ რატომ გამოიწვია აღფრთოვანება?.. რატომ გვატარებდნენ ხელზე?.. რატომ ჩამოვიდა ჯორჯ ბუში?..ჰილარი კლინტონი?..რატომ?..
იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იწვევდა აღფრთოვანებას, როგორც მებრძოლი, შეუპოვარი, როგორდ დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარული ხალხი.

ზუსტად ამის დავიწყება უნდა ივანიშვილს, რომ ეს დაავიწყოს მსოფლიოს, დაავიწყოს ქართველ ხალხს, ჩაკლას ეს გენეტიკური კოდი, მაგრამ მას ეს არ გამოუვა!

მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი მსოფლიო ძალიან ბევრ ადამიანს იხილავს ქუჩაში გამოსულს, ეგრევე ჩაირთვება „სი-ენ-ენ"-ი, „ბი-ბი-სი", ეგრევე ჩაირთვება დიპლომატია და ეგრევე ქართველი ხალხი მიიღებს კიდევ ათმაგ მხარდაჭერას!

ორმხრივი მოძრაობაა ყველაფერი!
როცა ხალხს უნდა თავისუფლება, მიეცემა თავისუფლება!
ქართველ ხალხს უნდა ეს თავისუფლება, იბრძოლებს და მიეცემა, დარწმუნებული ვარ!

ივანიშვილს მიეცემა შავი ხაზები და წითელი ხაზები.. და ძალიან ცუდად დაამთავრებს, რაზეც ნამდვილად ვერ ვიდარდებ.

ჩვენ გამარჯვების ხაზზე ვართ ახლა, გამარჯვების მიმართულებით მივდივართ. მე ვარ როგორც არასდროს მშვიდად და როგორც არასდროს დარწმუნებული გამარჯვებაში.
ახლა საჭიროა ერთიანობა, სიმტკიცე და ბოლომდე მიწოლა!".

კომენტარი