სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცაგერში მაშველებმა მეორე მამაკაცის ცხედარიც იპოვნეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მაშველებმა მეორე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ამ დროისთვის ნაპოვნია 68 და 25 წლის მამაკაცების ცხედრები, 29 წლის მამაკაცს კი ისევ ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები მდინარემ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გამორიყა.

სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია. შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ჯებირს შეეჯახა და ცხენისწყალის არხში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276_ე მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100