სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რეალურად თავად ახადა ფარდა სისტემაში არსებულ უმძიმეს ვითარებას" - ნიკა მელია ციხის კადრებზე

ნიკა მელია ციხის კადრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:
"ეს კადრები თავად იუსტიციოს სამინისტრომ გაავრცელა თავის სამართლებლად - აი, ამიტომ არ ვაძლევთ ბადრაგების გარეშე პატიმრებთან შეხვედრის უფლებასო.

ეს მას ჰგონია, რომ თავი იმართლა, რეალურად კი თავად ახადა ფარდა სისტემაში არსებულ უმძიმეს ვითარებას.

კადრებში ნახავთ რა დღეში აგდებენ პატიმრები ბადრაგს, ციხის სხვა თანამშრომლებს და დიდი მიხვედრა არ ჭირდება იმას, ეს პატიმრები, ციხის თანამშრომლებს რომ ამას უბედავენ, რას უზამენ, რა ჯოჯოხეთში ამყოფებენ სხვა პატიმრებს და ვინ დაიცავს პატიმრებს მათგან? ასეთ მძიმე დღეში ჩაგდებული, შეშინებული ციხის თანამშრომლები?" - წერს ნიკა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100