სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100