სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია მცხეთაში - ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა

მცხეთაში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ხიდზე მიმავალი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მედიკოსების თქმით, სამივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და კვლევები უტარდებათ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100