თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდვ ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საჭეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

კომენტარი