"ის, რას ქოცების კულუარებში ხდება" - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ის, რას ქოცების კულუარებში ხდება

1. ქართული ოცნება ამზადებს ფონს ლავროვის ჩამოსასვლელად.
2. შს მინისტრის მოადგილე საბანაძე ცდილობს გომელაურზე და მის გარემოცვაზე კომპრომატების შეგროვებას (კალაძის არ იყოს, ვერც მან აიხდინა ოცნება - შს მინისტრობა).
3. უზურპატორი ემზადება "ბოლო გასროლისთვის", რაც პირველ რიგში, ხელისუფლების დაკარგვისა და მომავლის შიშით არის გამოწვეული. ამიტომ, ამ ფაქტმა კი არ უნდა დაგვაფრთხოს, პირიქით, მეტი მოტივაცია უნდა მოგვცეს. ახლა ძალიან სუსტია ოლიგარქი.
4. ძლიერდება საერთაშორისო წნეხი. აშშ-ს საელჩო აქტიურად ჩაერთო იმ მექანიზმების ამოქმედებაში, რომელმაც ხელისუფლების გადაბარება უნდა გამოიწვიოს, რაც პირველ რიგში, საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის (დეტალებს შეგნებულად არ ვწერ).
5. მსხვილი ქოცები აპირებენ ერთმანეთზე ინფორმაციის გავრცელებას. ძირითადად კორუფციულ ფაქტებზე.
6. ბერა ივანიშვილი გეგმავს ახალგაზრდული მოძრაობის დაფუძნებას. თუმცა, რამდენად გამოუვა ეს, მეგობარი პანდას სახით ანტიდასავლური კამპანიის მედროშეს, ვნახოთ.
7. უმრავლესობაში დარჩენილი სამი დეპუტატი გაზაფხულზე დატოვებს ქართულ ოცნებას და გადავა ოპოზიციაში.
8. ჯარი, ფაქტობრივად, აღარ ემორჩილება სისტემას. ღარიბაშვილსა და ჩაჩიბაიას შორის გაჩაღებული ფარული ომია.
9. სწავლობენ კალაძის კორუფციულ ისტორიას. საქმე ეხება მისი მერობის დროს ასეულობით მილიონის გაფლანგვა-მითვისებას. ამის მიზეზი არის ივანიშვილის ეჭვები რომ კალაძე შეიძლება ბოლო მომენტში პროცესებს გაერიდოს.
10. რამდენიმე ათეული ჯალათი პოლიციელის გარდა, ყველა ცდილობს რომ ისეთი რამ არ გააკეთოს, რაც აუცილებლად მოეკითხება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
11. აპირებენ საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის გადაყვანას სხვა პოზიციაზე. მის ადგილას შავ სიაში მყოფი კახა ბუხრაძის კანდიდატურა განიხილება.
12. აპირებენ ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეცვლასაც. განიხილება შედარებით უცნობი კადრი - ე.წ ახალი სახე.
13. შსს და პარტ-აქტივი ემზადება გახარიას გასაგდებად. ალბათ გესმით რომ ასეთი რამ უზურპატორის თანხმობის გარეშე არ ხდება.
14. ივანიშვილი ცდილობს საქართველოში არსებული ყველა მსხვილი ბიზნესის ფიქტიურ გაყიდვას, აქტივების გადამალვის მიზნით, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ის ხელისუფლებას კარგავს.
15. ივანიშვილის გარემოცვამ დაიწყო საუბარი იმის შესახებ რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "ბიძინას წასვლა მოუწევს". ამიტომ, ცდილობენ დატოვონ გემი, რომელიც იძირება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქოცობა სრულდება მეგობრებო" - წერს კაპანაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი