სკოლის მოსწავლე გოგონამ, შეყვარებულის დახმარებით, საკუთარი დედა მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ამ უკანასკნელმა წყვილს საწოლში შეუსწრო

ომსკის საავადმყოფოში 43 წლის ქალი, მრავლობითი ჭრილობით, მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ჭრილობები ცივი იარაღით ქალს საკუთარმა მოზარდმა ქალიშვილმა და მისმა 18 წლის შეყვარებულმა მიაყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, 15 წლის გოგონამ და მისმა შეყვარებულმა ცივი იარაღის გარდა გამოიყენეს ჩაქუჩი, რომლითაც თავის არეში მიაყენეს მძიმე დაზიანებები. დაზარალებულმა სასწრაფოს გამოძახება მოასწრო, თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. განცხადებაში მკვლელობის სავარაუდო მოტივიც სახელდება - დედა ადრე დაბრუნდა სამსახურიდან და ქალიშვილსა და მის შეყვარებულს შეუსწრო, შემდეგ კი ბიჭს დაემუქრა, რომ პოლიციაში უჩივლებდა, რადგან არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია. წყვილმა ქალის გაჩუმება უსასტიკესი მეთოდით გადაწყვიტა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.

ეჭვმიტანილები პოლიციამ მალევე დააკავა. მათ ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ედებათ.

კომენტარი