გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა უკვე კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება

გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა უკვე კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.

"არასრულწლოვანი კანონიერ წარმომადგენლებთან არის მიყვანილი" - აცხადებენ შსს-ში.

გოგონა გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი გორიდან 22 დეკემბერს გაუჩინარდა. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ახლობლებთან გადამოწმება დაიწო, შემდეგ კი, პოლიციას მიმართა. ოფიციალურად, სამძებრო სამუშაოები 26 დეკემბრის დილიდან მიმდინარეობდა.

კომენტარი