სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

"ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს" - განაცხადა კვაჭაძემ.

თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს საათებში ცოტნე გამსახურდია შუა ხნის მამაკაცმა ვერაზე დაჭრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100