სამეგრელოში 17 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს - სუიციდამდე მოზარდმა გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა

სამეგრელოში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აბაშაში მცხოვრებმა გოგონამ სუიციდამდე წერილი დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა იპოვეს. წერილიც სწორედ შემთხვევის ადგილზე ეგდო, სადაც გოგონა უმძიმესი გადაწყვეტილების შესახებ წერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი