სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროტესტი შსს-ს შენობასთან - აქციის მონაწილეები გომლაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

„ამ სისტემის დედაც!" - ამ სახელწოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარათლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქციას მართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ წარწერების გაკეთებას და ღობეზე შავი ლენტას გაკვრას აპირებენ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100