სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბიძინა შენ წადი" - აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს აპროტესტებენ

"ბიძინა შენ წადი" - აჭარის მთავრობის სახლთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს აპროტესტებენ.

მათ აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ჩემოდნები დაალაგეს და ხელისუფლებას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიუღებელია ქართველი ხალხის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, რომელიც მისი ინტერვიუდან ჩანდა. აჭარის მთავრობის სხდომა აქციის პარალელურად შეძახილებისა და საყვირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100