აქციის მონაწილეებმა დეპუტატი რევაზ არველაძე პარლამენტში არ შეუშვეს

უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში არ შეუშვეს.

დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა პიკეტის და აქციის მონაწილეების პროტესტის გამო, იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა.

აქციის მონაწილეები დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: „წადი“ და „ვირთხა“.

რევაზ არველაძე პირველი დეპუტატია, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა.

კომენტარი