პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა

სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა. არც ერთმა მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დიმიტრი გაბუნიასა და ანგი ხუციშვილის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი დაიბარეს. გამოკითხვის პროცესი 11 საათზე დაიწყო.

შეგახსენებთ, გამოძიება ამ ხმაურიან თემაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე მიმდინარეობს.

კომენტარი