საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი - გაინტერესებთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

26-29 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 26 და 28-29 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 27 აგვისტოს დღისით გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

კომენტარი