სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეორე კლასის სახელმძღვანელოში წითელქუდა შიშვლდება და მგელთან წვება

ურალის სკოლების მეორეკლასელთა მშობლები აღაშფოთა ახალ სასწავლო წელს მათი შვილების ლიტერატურის სახელმძღვანელოში მოხვედრილი ცნობილი ზღაპარის ახლებურმა ვარიანტმა: მასში მოთხრობილია, როგორ სთავაზობს მგელი წითელქუდას, გაშიშვლდეს და მის გვერდით საწოლში დაწვეს. ის ასეც იქცევა და ტანსაცმელს ცეცხლში ყრის, მერე კი ეკითხება, რატომ აქვს „ბებოს“ ამხელა მხრები, კბილები და თვალები. სახელმძღვანელო რუსეთის განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.

სპეციალისტების აზრით, სახელმძღვანელოს შემქმნელებმა შარლ პეროს ზღაპრის ძველი, თავდაპირველი ვარიანტი გამოიყენეს, სადაც ზუსტად ეს სცენაა აღწერილი, ხოლო ზღაპრის მორალი ქალწულებისთვის იმისკენ მოწოდებაა, რომ მაცდუნებლების ანკესზე არ წამოეგონ. თუმცა, ლიტერატურის რუსი სპეციალისტებიც გაოცებულნი არიან იმის გამო, რომ პეროს ზღაპრის ეს ვარიანტი, რომელიც ფართოდ არაა ცნობილი, მეორეკლასელთა სახელმძღვანელოში მოხვდა. მშობლები დაჟინებით მოითხოვენ ზღაპრის ძველი, ცნობილი და ბავშვებისთვის გასაგები ვარიანტის სახელმძღვანელოში აღდგენას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100