რუსთავში მენინგიტით მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში მენინგიტით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის სამსახურში "ჯეო სექიურიტში" მუშაობდა და "კლინიკა რუსთავის" დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მამაკაცი თავდპირველად სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, მოგვიანებით კი თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მენინგოკოკური ინფექცია სწრაფად გადაიზარდა სეპტიკურ შოკში ჰიპოტენზიით, რაც აციდოზითა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებით გამოიხატა.

სამწუხაროდ მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარი