"მეგონა ჩვენს მოკვლას აპირებდნენ...3000ლარი, 300 დოლარი და 1500 დოლარიანი საათი მომპარეს, თან გვცემეს, საქართველოს პოლიცია უძლურია" - აი, რა გადახდა ტაილანდელ მზარეულს თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში

დრონი.ჯი- რედაქციაში მოვიდა საქართველოში მცხოვრები ტაილანდელი მზარეულის წერილი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლუბში გაქურდეს. კანჩიტ ვონგვიჩაი გვწერს, რომ უნდა ეს წერილი მთელმა საქართველომ წაიკითხოს.

კანჩიტ ვონგვიჩაი: 24 დეკემბერს მე და ჩემი მეგობარი წავედით ღამის კლუბ “ Black Diamond”-ში. შესვლისათვის თითოეულმა ჩვენგანმა შესასვლელში უცხო ქალბატონთან გადავიხადეთ შესვლის საფასური 20 ლარის ოდენობით. ამ ქალბატონმა შემოგვთავაზა შუშხუნა ღვინო, რომელიც ღირდა 50 ლარი. ჩვენ ორი შევუკვეთეთ. ერთი ჩემმა მეგობარმა წაიღო და მაგიდასთან გოგოსთან ერთად დაიწყო დალევა. მე განცალკევებით ვიჯექი ქაუნთერ ბართან ჩემი ბოთლით. დაახლოებით 50 წუთის შემდეგ მფლობელი, რომელიც გამოიყურებოდა როგორც მუსლიმანური სარწმუნოების პირი, მოვიდა ჩეკით, რომელიც შეადგენდა 3000 ლარს. მითხრა ეს საფასური გადაეხადა ჩემ მეგობარს.

მე გავოცდი და ვუთარი რომ ეს ძალიან ძვირი იყო და არ გვქონდა საკმარისი თანხა გადასახდელად. ამის შემდეგ ამ პიროვნებამ მე და ჩემი მეგობარი ჩაგვიყვანა პატარა ბნელ ოთახში 5 მამაკაცთან ერთად. ის ფიქრობდა რომ ჩვენ ტურისტები ვიყავით და ერთ-ერთ მათგანს ამ ხუთიდან დაავალა ჩვენი გაჩხრეკვა. მეგობარს საფულე ამოაცალეს. მე კი ჩემი საფულე უკანალში დავმალე ვიდრე ოთახში მოვხვდებოდით ისე რომ არავის დაუნახავს ეს.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისინი მოითხოვდნენ თანხის გადახდას. ჩემი მეგობარი კი ცდილობდა დაერეკა ჩვენი უფროსისთვის. სამწუხაროდ ჩვენმა უფროსმა არ აიღო ტელეფონი, რადგან იმ დროს სტამბულში იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მოითხოვეს საკრედიტო ბარათი, იცოდნენ რომ რომელიმე ჩვენგანს ჰქონდა. მე მივხვდი საიდან იცოდნენ. როცა ბართან ვიჯექი მოლარეს ვკითხე თუ შემეძლო ბარათით გადახდა. ეს იყო მიზეზი რატომ იცოდა მფლობელმა ამის შესახებ. ამის შემდეგ ძალიან შემეშინდა რადგან მე და ჩემი მეგობარი დაგავშორეს და ერთმანეთთან საუბრის უფლებაც არ გვქონდა. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემ მეგობარს სახეში გაარტყა ჩხრეკვის დროს.

მე იმდენად შემეშინდა, მეგონა რომ ჩევნს მოკვლას აპირებდნენ. ასე რომ დამალული საფულეც ამოვიღე და საკრედიტო ბარათიც, რომელიც ჩემი ცოლის იყო. ვუთხარი, რომ მისი გამოყენება არ შემეძლო, რადგან მე არ მეკუთვნოდა. უფროსი არ მისმენდა და შეურაცხყოფას აყენებდა ერთ-ერთ მამაკაცს, რადგან ჩემი კარგად გაჩხრეკვა ვერ მოახერხა. საფულედან 300 $ ამოიღო და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა და მიბრძანა ბარათით გადამეხადა 3000 ლარი. თანხმობის შემთხვევაში ჩემ მეგობარს გაუშვებდა. მე სხვა გზა არ მქონდა და გადავიხადე ეს 3000 ლარი. გამოგვიშვეს ამის შემდეგ და ტაქსით გამოვიქეცით, როდესაც ჩანთა შევამოწმე იქ “Longin”-ის საათი არ დამხვდა რომლის ღირებულება 1500$- შეადგენდა. სულ წამართვეს, 3000ლარი, 300$ და საათი მხოლოდ ორი შუშხუნა ღვინოსთვის. მე ნამდვილად მძულს ეს კლუბი მისი მფლობელებით.

პოლიციაში განაცხადი შევიტანე,თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მაგან არაფერი ისმის, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ვინ იყვნენ ეს პიროვნებები... დღემდე პოლიციაში მეუბნებიან რომ საქმე პროცესშია მაგრამ მე არ მჯერა მათი. მე მსურს ეს ამბავი ყველამ გაიგოს, რომ საქართველოში არიან ისეთი უცხოელი პიროვნებები, რომლებიც ჩირქს სცხებენ ქართველებს და რომ პოლიცია უძლურია ასეთი ხალხის მიმართ. ახლახანს ჩავიარე იმ ადგილზე და შევხედე რომ ამ კლუბმა სახელი შეიცვალა და ამჯერად “Rose club”-ის სახელითაა ცნობილი.

კანჩიტ ვონგვიჩაი ტაილანდიდან, კერძოდ ბანგკოკიდან“.

კომენტარი