სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 დღიანი ძებნის შემდეგ გიგი გეგეჭკორი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს

რომ 7 დღის წინ დაკარგული გიგი გეგეჭკორი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

მანამდე, მშობლები წითელსოფელთან ნაპოვნი ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დაკარგული გიგი გეგეჭკორია.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი ბოლოს დუშეთის მუნიციპალიტეტის წითელსოფელში ნახეს, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში, არ დადასტურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100